Tuesday, December 9, 2014

დღე მეცხრე

         დღეს დავასრულეთ  ტრენინგის კურსი სახელწოდებით"პროექტებით სწავლება", ტრენინგმა  მთლიანად გაამართლა ჩემი მოლოდინი.ამ მეთოდის გამოყენებით მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ( და ცოტა არ იყოს, შრომატევადიც).მომავალში  ვეცდები დავნერგო ეს მეთოდი ჩემს პრექტიკაში.ტრენინგის განმავლობაში დავხვეწე უკვე არსებული ი.ს.ტ. უნარ-ჩვევები და ბევრი  ახალი უნარ-ჩვევა შევიძინე,რაც  ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დიდი დამსახურებაა.

დღე მერვე

   ჯგუფში განვიხილეთ მოდული 6 და 7  დიფერენცირებული სწავლების მეთოდების შესახებ ,რის შემდეგაც შევიმუშავე სტრატეგიები სპეციალური საჭიროებების მქონე, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრებოს მქონე მოსწავლეებისთვის.
     პროექტის გეგმაში შევიტანე პროექტისთვის საჭირო რესურსები,დავასრულე გეგმაზე მუშაობა.

Monday, December 8, 2014

დღე მეშვიდე

            ვისწავლე  Drive- ში ახალი საქაღალდის შექმნა და მასში ცვლილებების შეტანა (წაშლა, გადარქმევქა, გადაადგილება).შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო,რომელიც შედგება რამდენიმე საქაღალდისგან.აქ მომავალში განვათავსებ სასწავლო პროექტის სხვადასხვა მასალას.
            Excel -ის პროგრამაში  შევქმენი პრეზენტაციის რუბრიკა,ვისწავლე მასში ცვლილებების შეტანა.

Saturday, December 6, 2014

დღე მეექვსე

          დღეს ვისწავლე ელექტრონული კითხვარის /ტესტის შექმნა სხვადასხვა ტიპის კითხვების გამოყენებით,კითხვარის ვიზუალური ნაწილის შერჩევა და ტესტში ცვლილებების შეტანა.
           ვიმუშავე მოსწავლის ნიმუშის შექმნქზე და ვისწავლე ბლოგზე ახალი გვერდების დამატება.

დღე მეხუთე

          დღეს ჯგუფში განვიხილეთ სხვადასხვა მასწავლებლის პროექტების პრეზენტაციები. ასევე გავეცანი საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და სამართლიანი გამოყენების წესებს განათლების სისტემაში.ვისწავლე სხვადასხვა ინტერნეტრესურსების გამოყენება და ბლოგზე ვიდეოს განთავსება.
           ვისწავლე ბროშურის დამზადება.

დღე მეოთხე

           ვისწავლე დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა,სადაც განვსაზღვრე პროექტის მონიტორინგის ეტეპები და თითოეულ ეტაპზე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,რაც დამეხმარება მოსწავლეთა სწავლის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში და მოლოდინებისა და მუშაობის შედეგის შეფასებაში.
           Microsoft Office Power Point-ში ავაწყე  პროექტის პრეზენტაცია.

Tuesday, December 2, 2014

დღე მესამე

      დღეს შევისწავლე ბლოგის ინსტრუმენტები,უკვე ვიცი,როგორ გავალამაზო და გავაფორმო ჩემი ბლოგი: შევარჩიო ბლოგის სტრუქტურა,შევცვალო სათაური ,ფერები და უკანა ფონი.რასაც აუცილებლად  გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში პროექტებით სწავლების დროს.
       შევიმუშავე    მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები ჩემი პროექტისთვის.
ზოგადი კითხვა - რა გვაძლევს  ძალას?
თემატური კითხვა - რა  როლი  უკავია  მუსიკას თქვენს ცხოვრებაში?
                                     თქვენი აზრით, მუსიკა  მხოლოდ ადამიანზე ახდენს ზეგავლენას?
შინაარსობრივი - რა დადებითი და უარყოფითი ემოციების გამოწვევა შეუძლია მუსიკას?
                                 რა მიმართულების მუსიკა არსებობს?

Monday, December 1, 2014

დღე მეორე

 
     ჯგუფის წევრებს გავაცანი ჩემი მომავალი პროექტის თემა და ძირითადი საკითხები.ვისწავლე პროექტის გეგმის შაბლონში ინფორმაციის შეტანა და მისი შენახვა შემდეგ განახლებამდე.
      შევქმენი ახალი ბლოგი  და გამოვაქვეყნე პოსტები - I და II დღის რეფლექსა.